დღეს, 22 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სურსათის უვნებლობის სფეროში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართება.
შეხვედრაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის, პრემიერ-მინისტრის აპარატის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ IFC -ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტი საქართველოში BP-ისა და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორების, ასევე ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.