დღეს, 22 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში კომპანია "ფოქს ინტერნეიშეილსა" და "ნეიშენალ ჯეოგრაფიკის" ბიზნესდეველოპმენტის ხელმძღვანელი, მეტ მორგანი ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს, ზურაბ ალავიძეს შეხვდება. შეხვედრას ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
"ფოქს ინტერნეიშეილისა" და მისი პარტნიორი კომპანია "მსოფლიო ღვინის კიდობნის" ერთობლივი პროექტების მიზანია საქართველოში არსებული ეკონომიკის, საინვესტიციო პროექტების, აგროკულტურის, მეღვინეობის, ტურიზმის, კულტურის, ისტორიის, მეწარმეებისა და არსებული ბიზნესგარემოს გაცნობა, ამის შესახებ დოკუმენტური ფილმების, სარეკლამო საიმიჯო რგოლების და საინფორმაციო სიუჟეტების მომზადება და გაშვება "ფოქს ინტერნეიშეილის" სატელევიზიო სივრცეში.