"ელიტ ელექტრონიქსი" კონდიციონერებზე სპეციალური შეთავაზებების აქციას იწყებს. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, მთელი სეზონის განმავლობაში აღნიშნული პროდუქტი საუკეთესო ფასად იქნება წარმოდგენილი.
გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს კონდიციონერზე უფასო მონტაჟით და დაზოგონ თანხა 160 ლარამდე.
კონდიციონერების ფასი 599 ლარიდან დაიწყება.
განსაკუთრებული პირობები გავრცელდება BOSCH-ის კონდიციონერებზე. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შეთავაზებისა, მომხმარებლებს ექსკლუზიური განვადების პირობებიც ელით. კერძოდ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს 12-თვიანი უპროცენტო განვადებით.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ასეთი ხანგრძივი განვადება აქამდე საქართველოს ელექტროტექნიკის ბაზარზე წარმოდგენილ არც ერთ კომპანიას არ ჰქონია.