ხვალ, 22 ივნისს, 15.00 საათზე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში კომპანია "ფოქს ინტერნეიშეილი"-სა და "ნეიშენალ ჯეოგრაფიკი"-ს ბიზნეს დეველოპმენტის ხელმძღვანელი, მეტ მორგანი ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს, ზურაბ ალავიძეს შეხვდება. შეხვედრას ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
"ფოქს ინტერნეიშეილი"-სა და მისი პარტნიორი კომპანია "მსოფლიო ღვინის კიდობნის" ერთობლივი პროექტების მიზანია საქართველოში არსებული ეკონომიკის, საინვესტიციო პროექტების, აგროკულტურის, მეღვინეობის, ტურიზმის, კულტურის, ისტორიის, მეწარმეებისა და არსებული ბიზნეს-გარემოს გაცნობა, ამის შესახებ დოკუმენტური ფილმების, სარეკლამო საიმიჯო რგოლების და საინფორმაციო სიუჟეტების მომზადება და გაშვება "ფოქს ინტერნეიშეილი"-ს სატელევიზიო სივრცეში.