სამწუხაროდ საქართველოში ინვესტიციების შემოსვლა ერთ-ორ მსხვილ პროექტზეა დამოკიდებული, ამის შესახებ განცხადება დღეს "ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ გააკეთა. "ბიზნეს ასოციაციის" პირველი პირის თქმით, "ჩვენ არ ვართ ქვეყანა, სადაც ბევრი წვრილი ინვესტორი შემოდის და მათი ჯამური მაჩვენებლით მსხვილი იმნვესტიცია იქმნება".
"მაგალითად მოვიყვან შევარდნაძის პერიოდს, როდესაც "ბი-პის" ნავთობსადენის ინვესტიციებს მთლიანი ქვეყნის ინვესტიციების 50 %-ზე მეტი ეკავა. ბოლო პერიოდში ინვესტიციების შემოსვლის მაჩვენებელი კი შეიცვალა, მაგრამ იგივე ტენდენცია შენარჩუნდა და ისევ რამოდენიმე ინვესტორის კეთილგანწყობაზე ვართ დამოკიდებულნი, დღეს ჩადებს ფულს თუ ხვალ. ქვეყანაში ძალიან ბევრი ინვესტიციის შემოსვლა გარკვეული პერიოდით გადაიდო, რადგანაც ბევრ ბანკსა თუ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს ფინანსების მოზიდვა გაუჭირდა. თუმცა იმედი მაქვს, რომ მომავალ კვარტლებში ეს დაგეგმილი ინვესტიციები ქვეყანაში შემოვა. არ ვამბობ, რომ 2007 ან 2008 წლის მონაცემებზე გავალთ და იმ რაოდენობის ინვესტიცია შემოვა, მაგრამ მიმაჩნია რომ ინვესტორები საქართველოში ინვესტიორებას განაახლებენ"- აცხადებს გიორგი ჭირაქაძე.
ჭირაქაძე ამბობს, რომ ინვესტიციების მოზიდვა მარტივი საქმე არ არის და მას ერთ კვირიანი ან ერთ თვიანი პერიოდი კი არა საკმაოდ დიდი პერიოდი სჭირდება. "კერძო სექტორიც მაქსიმალურად ვართ დაინტერესებულნი, რომ ქვეყანაში დამატებითი უცხოური ინვესტიციების შემოვიდეს"- აცხადებს გიორგი ჭირაქაძე.