სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა არ შეიცვლება. ამის შესახებ ცხინვალის დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა განაცხადა. ანატოლი ბიბილოვის თქმით, მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობა მისი პრეზიდენტობის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება. ძალაში დარჩება მხარეებს შორის დადებული ყველა შეთანხმებაც რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციის კუთხითაც. დეფაქტო არჩევნების წინასწარი შედეგები არაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალურმა კომისიამ დღეს გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, ანატოლი ბიბილოვმა ამომრჩეველთა ხმების 57, 98 პროცენტი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური ცხინვალში აღარ ჩატარდება.