უკრაინული "ვიეიბიბანკი" საქართველოსთვის 48 საზენიტო მართვადი რაკეტის 9М38М1-ის მიყიდვაშია გარეული. აღნიშნული დასკვნები უკრაინის გენერალური პროკურატურის გამოძიების შედეგად გაკეთდა. ამის შესახებ გაზეთი "დელო" იუწყება.
2005 წელს სახელმწიფო კომპანია "უკრობორონსერვისმა" გააფორმა შეთანხმება 52 საზენიტო მართვადი რაკეტის 9М38М1-ის შეძენის შესახებ. ამ მიზნით, უკრაინულ-რუსულ ფირმასთან "პარალაკსთან" შეთანხმება შედგა. თუმცა როგორც პროკურატურაში აცხადებენ, კერძო კომპანიას იმ მომენტისთვის რაკეტები, ასევე საბრძოლოს მასალებით ვაჭრობის ლიცენზია არ გააჩნდა.
"პარალაკსს" სარაკეტო კომპლექსის შესაძენი თანხა არ ჰქონდა. 2006 წელს "ვიეიბანკმა" კომპანიას კრედიტი გამოუყო. პროკურატურის მასალების მიხედვით, "პარალაკსმა" ბანკისგან 11,814 მლნ გრინვის მოცულობის კრედიტი მიიღო.
სამართალდამცველი ორაგანოები "პარალაკსის" ხელმძღვანელობას რაკეტების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განხორცილებისას საბრძოლო მასალების რეალიზაციისათვის საჭირო ლიცენზიის არქონაში ადანაშაულებენ. ფირმაში ამტკიცებენ, რომ რაკეტების შეძენისა და გაყიდვის უფლებას მათ სამხედრო ტექნიკის რეალიზაციის ლიცენზია აძლევდა, რომელიც კომპანიას გარიგების მომენტში ჰქონდა. კომერციულ სტრუქტურაში მიიჩნევენ, რომ საზენიტო მართვადი რაკეტების 9М38М1-ის მოხსენიებისთვის აუცილებელია ტერმინოლოგიის _ სამხედრო ტექნიკის გამოყენება, რამდენადაც მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი სალიცენზიო პირობები არ შეიცავენ ტერმინ "რაკეტის" ზუსტ განსაზღვრას და მას არ მიაკუთვნებენ საბრძოლო მასალებს. ამ დროისათვის კომერსანტები და გამომძიებლები სასამართლოს მეშვეობით სიმართლის დადგენას ცდილობენ.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, მაღალი ალბათობა არსებობს, რომ საუბარი იყოს იმ რაკეტებზე, რომლებიც უკრაიანამ საქართველოს მიჰყიდა. 2007 წელს, უკრაინაში 48 საბრძოლო რაკეტის 9М38М1-ის ყიდვა-გაყიდვის გარიგების გაფორმების შემდეგ, იგივე რაოდენობის რაკეტა თბილისში აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ იანუკოვიჩის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სამხედრო და სპეციალური დანიშნულების პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის სახელმწიფო კომანიის "უკრსპეცექსპორტის" ხელმძღვანელობა შეიცვალა. კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა დეპუტატმა რეგიონების პარტიიდან დიმიტრი სალამატინმა დაიკავა.