დღეს, სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ამირანი" დაიხურება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, სელექციის შედეგად ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მსოფლიოს 14 ქვეყნიდან 57 ფილმი მოხვდა.
ფესტივალის დახურვაზე ჟიურის გამარჯვებულ ფილმებს გამოავლეს, კერძოდ კი კონკურსზე წარდგენილია ფილმები ქვეყნებიდან - სამხრეთ აფრიკა, ბულგარეთი, ჩინეთი, კუბა, ესპანეთი, გერმანია, უნგრეთი, ყაზახეთი, ლიბანი, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, უკრაინა და საქართველო.
ჟიურის წევრები არიან სოფიის დრამის და კინოს უნივერსიტეტის რექტორი სტანისლავ სემერჯიევი და რეჟისორი მიხეილ კობახიძე, რომელიც უკვე დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
ფესტივალის საზეიმო დახურვა დღეს, 21:00 საათზე.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ამირანი" ტრადიციისამებრ, ყოველი სასწავლო წლის დასასრულს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აწყობს.
წლევანდელი ფესტივალი ეროვნული კინოცენტრის და ღია საზოგადოების ინსტიტუტის, ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის დაფინანსებით ტარდება. ასევე, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.