რუსეთის ვორონეჟის ოლქში სამხედრო ვერტმფრენი Ми-8 ჩამოვარდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Telegram-არხ ASTRA-ზე დაყრდნობით „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.
ავიაკატასტროფა ვორონეჟის ოლქის ანინის რაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევის სხვა დეტალები, მათ შორის ავიაკატასტროფის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. რუსეთის ოფიციალურ უწყებებს მომხდარის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ დაუდასტურებიათ.