შოტლანდიაში მუსლიმანური თავსაბურავი, პოლიციაში ოფიციალურ ფორმად იქნა დამტკიცებული.
პოლიციის სამმართველოს მიერ გავრცელებული განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიციის სამმართველოში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებისგან ძლიერი პოლიციის ჩამოყალიბების თვალსაზრისით იქნა მიღებული.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს, პოლიციაში მუშაობის მიზნით შეტანილი 500 განცხადებიდან, 127 განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის პირებს ეკუთვნის.
შოტლანდიაში ადრე მუსლიმანი ქალი პოლიციელები თავსაფარს მხოლოდ თავიანთი უფროსის თანხმობით ატარებდნენ. მსგავსი გადაწყვეტილება ინგლისის დედაქალაქ ლონდონში 2001 წელს იქნა მიღებული.