სამომხმარებლო ბაზრის დივერსიფიკაცია და ქართული ღვინო-პროდუქცია საექსპორტო მოცულობის ზრდა - ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რის გაკეთებასაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო უახლოეს წლებში ვარაუდობს.
სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ამ პრიორიტეტების განხორციელების შემდეგ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია გაიზრდება, რაც თავის მხრივ, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას უკავშირდება.
დარგის განვითარეისთვის სოფლის მეურნეობის სამიინსტროს დაგეგმილი აქვს ქართული ღვინო პროდუქციის, სარეთაშორისო და ადგილობირვი დეგუსტაცია; კონკურსების მოწყობა, აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ექსპერტებთან და ალკოჰოლიანი სასმელების სერთიფიცირებულ პროდუქციაზე საინსპექციო კონტროლის განხორციელება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ გზით სანედლეო ბაზა განახლდება და ჯიშობრივი გადახალისება მოხდება. იმავდროულად, საერთაშორისო ბაზარზე ამაღლდება ქართული ღვინის იმიჯი და სამომხმარებლო ბაზარზე უხარისხო და ფალსიფიცირებული პროდუქციის მოცულობა შემცირდება.