გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრების მინისტრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, მისი სამინისტროს შესაძლო გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
"არაკვალიფიციური და არათანმიმდევრული იდეაა და ამაზე არ ვმსჯელობ. მე არ ვარ ამ განხილვების მონაწილე და თუ ჩემს გარეშე ხდება ეს მაშინ არ ვიცი", - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე სამინისტროს გაუქმებაზე და მათ სხვა უწყებებთან მიერთებაზე. მათ შორის, არის გარემოს დაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურისა და რეგიონლული განვითარების სამინისტრო.