საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, მთავრობა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების შესახებ ახალ კანონპროეტზე მუშაობს.
"ეს არის კანონმდებლობა, რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას. როგორც გვაქვს შექმნილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც ექსპორტიორტზე მომუშავე კომპანიებს მაქსიმალური საგადასახადო შეღავათები ეძლევათ, ასევე გვინდა, მთელი საქართველო გამოვაცხადოთ თავისუფალ საგადასახადო ზონად იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კომპიუტერული ტექნოლოგიების უზრუნველყოფაზე მუშაობენ. ანუ კომპიუტერული პროგრამების დანერგვაზე", _ განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, კომპანიები, რომლებიც სხვა ქვყენებში მოღვაწეობენ შეუძლიათ მსგავსი კომპანიები საქართველოშიც დააარსონ და ამაში ისინი მინიმალურ გადასახადს გადაიხდიან.
"აღნიშნული კანონპროექტი დღეს მთავრობის ხდომაზე განიხილება, რის შემდეგაც იგი პარლამენტს გადაეგზავნება და უკვე მათთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას.