საგარეო ვალის მომსახურება 17 მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს პარლამენტში 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის პროექტის განხილვისას გააკეთა.
ბაინდურაშვილის განმარტებით, საგარეო ვალის მომსახურეობის გარდა გამოიწვია ლარის კურსის ცვალებადობამ და ბაინდურაშვილმა ეს ფაქტი იმის დამამტკიცებლად მოიტანა, რომ ლარის კურსის ცვალებადობა ბიუჯეტზე პოზიტიურად კი არა ნეგატიურად აისახა.
ეს განცახდება ბაინდურაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება ბიუჯეტის ლარის ინფლაციის საფუძველზე გაზრდაში დაადანაშაულა. ეს კი, ფინანსთა მინისტრის თქმით, ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან ქვეყნის შემოსავლები არის ლარში და არა რომელიმე ვალუტაში.
მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ საგარეო ვალის მომსახურეობა გაზიარდა 17 მილიონით.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 30 მაისის მონაცემებით, საგარეო ვალი შეადგენდა 344 826 300 აშშ დოლარს, რაც წინა 30 მარტის მაცვენებელთან შედარებით 67 468 000 აშშ დოლარით ნაკლებია.