თბილისში პირველად საქმიანი ვიზიტით "კორპორაცია იდაკი"-ს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლბიც ქვეყანას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით ეწვივნენ.
კორპორაციის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანი ოქტომბერში თბილისში კონცერტის დაგეგმვა და ქვეყანაში 200-300 იაპონელი ტურისტის ჩამოყვანაა.
ვიზიტის ფარგლებში "კორპორაცია იდაკი"-ს გადამღები ჯგუფი მოამზადებს მცირემეტრაჟიან სარეკლამო რგოლს საქართველოს შესახებ, რომელიც იაპონურ ტელეარხებზე გავა. ასევე გამართავს შეხვედრებს ტურიზმის დეპარტამენტთან და შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციასთან.
როგორც ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, იაპონელების მიერ დაგეგმილი კონცერტი და იაპონელ ტურისტთა ვიზიტი ცალსახად შეუწყობს ხელს იაპონიის ბაზარზე საქართველოს ახალი კუთხით წარმოჩენას.