ქართული ღვინის ინდუსტრია აშშ-ი ღვინის იმპორტის რეგულაციებს ეცნობა. კომპანია "თბილღვინოს~ დარბაზში, ამერიკის სავაჭრო პალატამ მრგვალ მაგიდას უმასპინძლა, სადაც ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული.
ამერიკული კომპანია Constellation Brands -ის წარმომადგენელმა ჯეიმს ფინკლმა, ქართველ მწარმოებებს აშშ-ს ღვინის ბაზრის თავისებურებები გააცნო.
ფინკლმა ისაუბრა ასევე იმაზეც, თუ როგორ შეუძლიათ უცხოურ კომპანიებს ამერიკის ბაზარზე ღვინის პოზიციონირება და რა ტიპის ღვინოები იყიდება აშშ-ში.
იმავდროულად, ფინკლმა ღვინის მწარმოებლებს რამდენიმე რჩევა მისცა ქართული ღვინის აშშ-ს ბაზარზე გატანის სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე, აშშ-ის იმპორტის რეგულაციებზე, ღვინის ხარისხის სერთიფიცირებასა და " World Wine Trade Group „-ში საქართველოს გაწევრიანებაზე.