გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში აღინიშნა წვიმა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში თოვლი.
მეტეროლოგიური სადგურებიდან შემოსული ინფორმაციის მონაცემებით, დაფიქსირდა ქარის სიჩქარის შემდეგი მნიშვნელობები: გორში 28მ/წმ, თბილისის ვაშიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემით - 24 მ/წმ, თბილისის აეროპორტის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ შეადგინა - 32 მ/წმ, რაც არსებული კლასიფიკაციით, გრიგალის კატეგორიას განეკუთვნება. მარნეულში - 19 მ/წმ.; ქობულეთში - 19 მ/წმ,; მთა-საბუეთზე - 23 მ/წმ. დღეს, დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17 – 22 მ/წმ - ში იქნება.
22 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.