დღეს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კვლევის ,,კონფლიქტები სასკოლო სივრცეში“ და არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტების პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე განიხილება კვლევის შედეგები, მათი გამომწვევი მიზეზები და აგრეთვე,ორგანიზაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
პრეზენტაცია ხორციელდება ა/ ო ,,კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრის“ მიერ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტის ანალიზისა და მართვის ინსტიტუტთან თანამშრომლობით (ხელმძღვანელი - სრული პროფესორი, გუგული მაღრაძე).