დღეს, 18 ივნისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში ("ქარვასლა") პროექტის "ქალაქი 3438" პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, პროექტის "ქალაქი 3438" შექმნის იდეა 4 წლის წინ დაიბადა და პროექტის ავტორის, ლია კაბულაშვილის მიერ ჩაფიქრებულია, როგორც თამამი ნაბიჯი ზოგადად ხელოვნების დარგების სინთეზის საპასუხოდ, კერძოდ ორი დარგის: ლიტერატურის და ფერწერის შერწყმის თვალსაზრისით, რაც განაპირობებს იდეების და ემოციების უფრო სრულფასოვან აღქმას.
"მისი ორიგინალური გადაწყვეტა დამთვალიერებლისთვის ახალ გარემოს შექმნის, იგი გაიზიარებს განწყობას, ემოციას, გაეცნობა ლიტერატურულ და ფერწერულ შტრიხებს ახალგაზრდა ავტორის, გიორგი გაგოშიძის შემოქმედებაში", _ აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მათი ინფორმაციით, პროექტი საშუალებას იძლევა ფერწერა და ლიტერატურა ახალი სახით წარმოაჩინოს, ერთ მთლიანობაში იქნას გააზრებული ხელოვნების დარგები.
მასალის გამოყენების პირობები