ე.წ. მოსმენების კანონს პრეზიდენტმა უკვე მესამედ დაადო ვეტო. მან კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნების თანხლებით უკან დააბრუნა. გიორგი მარგველაშვილი ამ ფაქტს ორი მიზეზით ხსნის, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახალი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება, ასვე მან შესაძლოა სატელეკომუნიკაციო კომპანიებს პრობლემები შეუქმნას.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი შენიშვნებს ჯერ არ გაცნობია, ისინი ვეტოს დაძლევას აანონსებენ.
"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერს. პარტიაში აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ახალი სააგენტოს პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარებაა. "ევროპული საქართველო" კი ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს და ე.წ. მოსმენების კანონიდან გარკვეული მუხლების გასაჩივრებას გეგმავს.