დღეს, 18 ივნისს, 18:00 საათზე, კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართება საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატის, პროფესორ მერი დავითაშვილის კონცერტი.
კონცერტში მონაწილეობენ ირინე რატიანი (სოპრანო), ელენე ჯანჯალია (მეცოსოპრანო), ლელა მჭედლიძე (ვიოლინო), ვიქტორია ჩიპლინსკაია ფორტეპიანო). თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), ნინო რამიშვილი (ფორტეპიანო), ელენე შავერზაშვილი (ფორტეპიანო), გივი დოლიძე (ტენორი), ირინე კობახიძე (არფა), სოფიო ქემერტელიძე (არფა), თამარ მცურავიშვილი (ფორტეპიანო).
მასალის გამოყენების პირობები