დღეს, 18 ივნისს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი "ბათუმი 2010" დასრულდება.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით და აჭარის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2008 წელს აღდგა სახალხო თეატრების კვირეული. 2010 წელს დაფუძნდა სახალხო თეატრების საერთაშორისო Fფესტივალი "ბათუმი 2010", რომლის მიზანია: სახალხო თეატრების მუშაობის გააქტიურება; სახალხო თეატრების როლის წარმოჩენა და პოპულარიზაცია; მაყურებლისთვის მაღალი დონის მხატრულ-ესთეტიკური ნაწარმოებების მიწოდება; სახალხო თეატრების ფესტივალების აღდგენა; უცხოური თეატრალური ხელოვნების გაცნობა; საფესტივალო ქალაქებში კულტურული ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა.
ფესტივალის მხარდამჭერი კავშირი "ნიღბების დარბაზი".
ფესტივალი 15 ივნისს გაიხსნა
მასალის გამოყენების პირობები