საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს 2010 წლის პირველ ოქტომბრამდე წყლის მრიცხველების შეძენა დაევალათ.
17 ივნისის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი და მიიღო დადგენილება "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ~ კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. დადგენილების თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელებს დაეკისრათ, რომ 2010 წლის პირველ ოქტომბრამდე საკუთარი ხარჯით უზრუნველყონ გამართული სასმელი წყლის აღრიცხვის კვანძის (მათ შორის სასმელი წყლის მრიცხველის) მოწყობა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს.