გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-დან 26 მარტის ჩათვლით, საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი, 20 გრადუსამდე აიწევს. საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს ღამითაც იწვიმებს, ხვალ კი, გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება, მათ შორის, თბილისში.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-19 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი - 13-18 გრადუსი. თბილისში ხვალ დღისით ჰაერის ტემპერატურა 16 გრადუსს მიაღწევს.
20 მარტს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ იწვიმებს. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე საქართველოს უმეტეს რაიონში 20-25 მეტრი წამს მიაღწევს, მათ შორის, დედაქალაქში.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, 14-19 გრადუსსითბოა ნავარაუდევი. თბილისში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება 21 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-15 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 10-15 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. თბილისში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსი იქნება.