შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში 929 პირი დაჯარიმდა. ინფორმაციას "ბიზნესკონტრაქტი" ავრცელებს.
"ცხოველების მოვლა პატრონობისა და მართვის წესის შესახებ დადგენილების" თანახმად, მიმდინარე წელს 170 პირი დაჯარიმდა, გასულ წელს კი 759 პირი.
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ჯარიმები 8 ლარიდან 20 ლარამდე მერყეობს და მისი ოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელი ნორმა დაარღვია პირმა. ჯარიმების უმეტესობა ძაღლების მფლობელებზე მოდის.