ჩრდილოეთ კორეამ ახალი სარაკეტო ძრავი გამოსცადა. ფხენიანის ლიდერის, კიმ ჩენ ინის თქმით, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეას კოსმოსში მსოფლიო დონის თანამგზავრების გაშვების საშუალება მიეცემა. 6 მარტს ფხენიანმა 6 ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რასაც შეერთებული შტატების მხრიდამ მკაცრი მუქარა მოჰყვა. სეულში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ღიად განაცხადა, რომ ვაშინგტონი ფხენიანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.