ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის მეორე გასასვლელში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მომდევნო კვირაში დასრულდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. მერის მოადგილე და გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.
კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, გვაზაურის მეორე გასასვლელში მოეწყო ბორდიურები, ტროტუარები და გზის სავალ ნაწილზე იგება ორი ფენა ასფალტის საფარი. ქუჩაზე ასევე გამოიცვალა წყალსადენი მილის დაზიანებული მონაკვეთი. ქუჩის ფართობი 2558 კვ.მ-ია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო ღირებულება 146 962 ლარს შეადგენს. ქუჩის რეაბილიტაცია ნაძალადევის რაიონის დაკვეთით ხორციელდება.
გვაზაურის მეორე გასასვლელში ასფალტის საფარი ამ დრომდე არასდროს დაგებულა. მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გვაზაურის პირველ გასასვლელშიც გეგმავს.