ისრაელის რეიდს იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 16 წლის პალესტინელი ემსხვერპლა. პალესტინური მხარის მტკიცებით, ებრაელმა სამხედროებმა ცეცხლი დემონსტრანტებს გაუხსნეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მანიფესტანტებმა სამხედროებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. ებრაულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.