ტრამპმა მერკელს ხელი არ ჩამოართვა. ინციდენტი თეთრ სახლში მოხდა. ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩასულ გერმანიის კანცლერს ამერიკის პრეზიდენტი თეთრი სახლის შესასვლელთან დახვდა. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გაუღიმეს კიდეც, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამოსულ ტრამპს უხასიათობა დაეტყო. ჟურნალისტების თხოვნა, მერკელისთვის ხელი ჩამოერთვა, ტრამპმა რამდენჯერმე დააიგნორა.