საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კონსტიტუციონალისტებმა,ნინო ბურჯანაძის პარტიამ და სახალხო დამცველის აპარატმა ე.წ. ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედების შესახებ ინიციატივა წარადგინეს.
ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში დამატებით მოსამართლეთა ახალი კოლეგიის არჩევა უნდა მოხდეს. შემადგენლობა კი შესაძლოა 9 მოსამართლიდან 15-მოსამართლემდე გაიზარდოს. შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასაკის 30 წლიდან 35 ან 40 წლამდე გაზრდაც.
ინიციატივას ოპოზიცია მხარს არ უჭერს,მმართველი გუნდი კი მასში ხარვეზებს ხედავს.