ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა გადაცემა "რეაქციის" ეთერში მის მიმართ გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა, თითქოს კახა კალაძე შემდეგ მერად შეიძლება წარადგინონ.
"ადგილობრივ არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი. გუნდში მსჯელობა არ ყოფილა კანდიდატურასთან დაკაშირებით. დღეს მე მაქვს საპასუხისმგებლო თანამდებობა, ვარ ვიცეპრემიერი, ვარ ენერგეტიკის მინისტრი, ვარ პარტია "ქართული ოცნება"-ს გენერალური მდივანი.
კონკრეტული დარგი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ საკმაოდ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს ახორციელებს, რომელიც ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. იმისთვის რომ ხალხის სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ვინ იქნება მომავალში კანდიდატად წარმოდგენილი, გუნდში მსჯელობი შემდეგ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.
მაქსიმლურად მზად ვარ ვიმოქმედო გუნდის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე.
ჩემთვის თანამდებობა არასოდეს ყოფილა პირველი და მნიშვნელოვანი. ჯერ გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება წამოიწიოს ეს საკითხი, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველი მე ვიქნები ვინც ამას გაცნობებთ და გააჟღერებს",- განაცხადა კახა კალაძემ.
იგი პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე გავრცელებულ ხმებსაც შეეხო.
“ეს არის სიცრუე, სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს. გიორგი კვირიკაშვილი არის ღირსეული პრემიერმინისტრი, ადამიანმა ეს დაამტკიცა თავისი ქმედებებით, თავისი მუშაობით, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანია. ამიტომ, ეს მოარული ხმები, მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რომ "პრემიერი მიდის", "პრემიერი გადადგა", სიმართლეს არ შეესაბამება”.- განაცხადა კახა კალაძემ.