ხვალ, 18 ივნისს, 15:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" მართავს სადისკუსიო შეხვედრას ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე ახალი კოდექსის მთავარ ცვლილებებზე ისაუბრებს; ახალ კოდექსთან დაკავშირებით მოსაზრებებს წარმოადგენს ასევე I&N AUDIT-ის წარმომადგენელი ირაკლი შავიშვილი. შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია, რომელსაც ეკონომიკის დარგის ექსპერტი რეზო საყევარიშვილი გაუძღვება. არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციებს გადასცემენ ახალ საგადასახადო კოდექსში ხარვეზად მიჩნეულ საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრას დაესწრებიან მთავრობის წევრები, ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები (თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ბანკი, მაგთიკომი და სხვა), აუდიტორთა და ბუღალტერთა ფედერაციის წევრები (Pricewaterhouse Coopers, Deloitte & Touche, sxv, სხვ.) ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ძველი საგადასახადო კოდექსის ავტორები, პოლიტიკური პარტიები (ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკური პარტია, ალიანსი საქართველოსთვის და სხვ.), დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.