დღეს "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ არმენ მათევოსიანმა დააჯილდოვა მ7 ("მშვიდი") ანაბრის რიგით მე-1000 მეანაბრე და საჩუქრად 1,000 ლარი გადასცა.
ინოვაციურ პროდუქტს მ7 ანაბარს "ლიბერთი ბანკი" მომხმარებელს 2010 წლის თებერვლიდან სთავაზობს. დღეისათვის 1,028 მეანაბრეს აქვს 3.5 მილიონი ლარის ოდენობის მ7 ანაბარი გახსნილი. მ7 ანაბრის გახსნა "ლიბერთი ბანკის" ყველა სერვის ცენტრშია შესაძლებელი.
მ7 ანაბარს ერიცხება საქართველოს 7 მსხვილ და წარმატებულ ბანკს შორის 12-თვიან ვადიან ანაბარზე დაფიქისრებულ მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს +0.10%.
ინოვაციური პროდუქტი ასევე მიმზიდველია იმით, რომ ბაზარზე 12 თვიან ვადიან ანაბარზე დაფიქსირებული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის ზრდის შემთხვევაში მეანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთი ავტომატურად გაიზრდება, ხოლო შემცირების შემთხვევაში მ7 ანაბარზე განაკვეთი უცვლელად მაღალი დარჩება.
მ7 ანაბრის გახსნა მინიმუმ, 100 ლარით, აშშ დოლარით ან ევროთი და 12-თვიანი ვადითაა შესაძლებელი.
ბანკი მომავალშიც გააგრძელებს თავის მომხმარებლისთვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას.