"სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის, რომელიც აჭარის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის წახალისებისკენაა მიმართული.
თუ დღემდე აჭარაში სასტუმროებში განთავსებული სამორინეები 10 წლის განმავლობაში განთავისუფლებულნი იყვნენ გადასახადისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამორინეს მომწყობი იმავდროულად სასტუმროს მეპატრონეც იყო, ახალი კანონპროექტის თანახმად, ეს შეზღუდვა იხსნება და ყველაზე თანაბრად გავრცელდება.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ ეს ცვლილება ხელს შეუწყობს რეგიონში სათამაშო ბიზნესის განვითარებას.