მასშტაბური საპროტესტო აქცია ბრაზილიაში. ქვეყნის დიდ ქალაქებში მოსახლეობამ საპენსიო რეფორმა გააპროტესტა. დემონსტრანტებს ფინანსთა სამინისტროს შენობა რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ ბლოკირებული. სან პაულოში კი მანიფესტანტებმა საგზაო მოძრაობა გადაკეტეს. ახალი რეფორმა საპენსიო ასაკის გაზრდას 65 წლამდე ითვალისწინებს.