დღეს, 17 ივნისს 19:00 საათზე ლიტერატურის მუზეუმში არტ-აქცია "თეთრი, წითელი, ლურჯი" გაიმართება. არტ-აქციის ფარგლებში მოეწყობა მხატვარ რუსუდან ქევანიშვილის ნამუშევრების გამოფენა.
ძირითადი მასალა, რომლითაც მხატვარი მუშაობს ძაფებია. თეთრი, წითელი და ლურჯი კი ის ფერებია, რომელიც რუსუდან ქევანიშვილის ნამუშავრებში დომინირებს.
გამოფენის პარალელურად ლიტერატურის მუზეუმის თეატრში ახალგაზრდა პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელი ქალები თავიანთ ნაწარმოებებს წაიკითხავენ.
მონაწილეობენ: ეკა ქევანიშვილი, ნინო თარხნიშვილი, თეა თოფურია, დიანა ანფიმიადი, სალომე ბენიძე, ქეთი თუთბერიძე, ანი კოპალიანი, თამთა დოლიძე, ნინო ქევხიშვილი, ნატო ინგოროყვა, ნათია ნაცვლიშვილი.
არტ-აქცია ელექტრონული ბიბლიოთეკა ლიბ.გე-სა და ლიტერატურის მუზეუმის ერთობლივი პროექტია.