"თელასის" ქვესადგურ `ავშნიანში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 17 ივნისს 12 საათიდან 14 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: გლდანის მასივის II, III, IIIა, IV, V, VI მიკრორაიონების, შეშელიძის, ხიზანბარელის, ქერჩის, ახმეტელის, სარაჯიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ვეკუას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. ელექტროენერგია შეუწყდება სამხედრო პროკურატურას, რომელსაც დაგეგმილი გათიშვის შესახებ წინასწარ უკვე ეცნობა.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.