ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში ბიზნესის წარმომადგენლების გარდა ბიზნესომბუდსნები იქნება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, ამ დროისათვის საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, მათი სახელით თუ ვინ დაიკავებს დავების განხილვის საბჭოში ბიზნესის კუთვნილ ადგილს.
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში ბიზნესის ჩართულობაზე ინიციატივით რამოდენიმე ხნის წინ პრეზიდენტი გამოვიდა და საბოლოოდ დავების განხილვის საბჭოში მუშაობის უფლება "სავაჭრო-სამრეწველო პალატასა" და "ბიზნეს ასოციაციას" მიეცა.
"სავაჭრო-სამრეწველო პალატამ" თავისი კვოტა უმალვე აითვისა და მუშაობასაც შეუდგა, თუმცა "ბიზნეს ასოციაციამ" ამ დრომდე სათანადო კანდიდატურა ვერ შეარჩია. თავად ბიზნესომბუცმენი დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში აქტიურად ჩაერთო და როგორც გიორგი პერტაიამ განმართა ის საბჭოს სხდომას უკვე მეოთხეთ დაესწრო.