"თელასის" ქვესადგურ `ბაგებში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 16 და 17 ივნისს 10 საათიდან 15 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, დაბა წყნეთს (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილს (ნაწილობრივ), აბაშიძის, ტაბიძის, მიშველაძის, დარიალის, მოსაშვილის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, იმედაძის, უჩანეიშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტროენერგია შეუწყდება ილია ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტს, რომელსაც დაგეგმილი გათიშვის შესახებ წინასწარ უკვე ეცნობა.
17 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, დაბა წყნეთს (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილს (ნაწილობრივ), აბაშიძის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, ყიფშიძის, გაბაშვილისა და აბულაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ელექტროენერგია შეუწყდება თბილისის IX საავადმყოფოს, ვაკის პარკს, კუს ტბის ტერიტორიას და ვაკის საცურაო აუზს. ორგანიზაციებს დაგეგმილი გამორთვის შესახებ კომპანია `თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.