ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება 42 %-ით შემცირდა ასეთ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. წინასწარი მონაცემებით 2010 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 76 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 130 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიციის შემოსვლა დაფიქსირდა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2010 წლის I კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 97 %-ი შეადგინა.