ედუარდ კოკოითიმ სტუმრებს ე. წ. სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთს მათი დახმარება ახლაც სჭირდება.
"თქვენში ნამდვილ პატრიოტებს ვხედავ, რომლებიც ჩამოვიდნენ და ყოველგვარი რეკლამის გარეშე თავიანთ ხალხს ეხმარებიან. მინდა მივმართო ყველა ჩვენს თანამემამულეს: დღეს სამხრეთ ოსეთს თქვენი დახმარება სჭირდება. არ არის საჭირო სიმაღლიდან ყურება მათზე, ვინც იბრძოდა. მათ შენება არ შეუძლიათ. ცხოვრებამ მათ მხოლოდ სანგარში ჯდომა, ომი და სამშობლოს დაცვა ასწავლა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მრავალმა მათგანმა ავტომატი გადაადგო და ახლა მშენებლობებზე მუშაობს", _ განაცხადა კოკოითიმ.
ოს სეპარატისტთა ლიდერმა აღნიშნა, რომ დიასპორები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რათა ევროპამ ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი აღნიშნავს, რომ სტუმრებმა კოკოითის თავიანთ მომავალ გეგმებზედაც უამბეს და განაცხადეს, რომ მათ მომავალ გეგმებში, რომლებიც სამხრეთ ოსეთთანაა დაკავშირებული, კულტურული ცენტრების დაარსება, სტუდენტების გაცვლის ორგანიზება და სამხრეთ ოსეთის აღდგენით სამუშაოში მონაწილეობა შEდის. ოსური მხარე ასევე აღნიშმნავს, რომ ედუარდ კოკოითიმ სტუმრებს შეხვედრის დასასრულს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.