16 ივნისს, 11:45 საათზე, საქართველოს ბინზესასოციაციის ორგანიზებით საქართელოს ეროვნული ბანკი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების დირექტორებისა და ფინანსური მენეჯერებისათვის სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე განიხილება შემდეგი საკითხები: ფასების სტაბილურობა; კურსის სტაბილურობა და მონეტარული პოლიტიკა; კურსის მერყეობისაგან დაცვის საშუალებები; მონეტარული გადაცემის მექანიზმი და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები;
მომხსენებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.