ბრიატნელმა იუველირმა სტიუარტ ჰიუზმა სპორტული მანქანის Bugatti Veyron-ის ოქროს მოდელი შექმნა, რომელიც 3 მლნ დოლარი ღირს. საინტერესოა, რომ ოქროს მოდელი რეალურ ავტომობილზე გაცილებით ძვირია. რეალური ავტომანქანის ყიდვა დაახლოებით 1,5 მლნ დოლარად შეიძლება.
მოდელი 24-კარატიანი ოქროსგანაა დამზადებული, მისი რადიატორი კი 7,2-კარატიანი ბრილიანტებითაა გაწყობილი. მოდელის საერთო წონა შვიდ კილოგრამს შეადგენს. ჰიუზი სულ Bugatti Veyron-ის სამი ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავს. თითოეულის დამზადებას ორი თვე დასჭირდება.
Bugatti-ის ბრენდს 100იწლიანი ისტორია აქვს. 1998 წელს კომპანია გერმანულმა კონცერნმა Volkswagen-მა შეიძინა. Bugatti Veyron-ი, რომლის გამოშვებაც 2005 წლიდან დაიწყო, მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ავტომობილად მიიჩნევა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ-ს აჭარბებს.