ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" წამლების გაძვირებას ვალუტის კურსის ცვალებადობას უკავშირებს და მოსახლეობას ერთადერთ გამოსავლად "ავერსში" დაზღვევას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება კომპანია "ავერსის" წარმომადგენელმა გია ქავთარაძემ დღეს, პარლამენტში, ჯონდი ბაღათურიას ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიის წრამომადგენლებთან გაიმართა და მისმა მონაწილეებმა იმსჯელეს მედიკამენტებზე ფასების ზრდის პრობლემასა და ამ პრობლემის მოგვარების შესაძლო გზებზე. როგორც "ავერსის" წარმომადგენელმა გია ქავთარაძემ განაცხადა, მედიაკმენტებზე კატასტროფულად გაზრდილი ფასები გამოწვეულია ერთის მხრივ ვალუტის კურსის ცვალებადობით და მეორეს მხრივ მწარმოებელი კომპანიბის მიერ მედიკამენტებზე ფასების ზრდის პროცესის დაწყებით.
"ქართულ კომპანიებს არანაირი მექანიზმი არ გააჩნიათ, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდის პროცესი შეაჩერონ", - აცხადებს გია ქავთარაძე და მას ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად მიაჩნია "ავერსში" დაზღვევა. მისი განმარტებით, ავერსის მინიმალური სადაზღვევო პაკეტი, რომელიც ღირს თვეში 10 ლარი, მოსახლეობას საშუალებას მისცემს მედიკამენტები "ავერსის" აფთიაქებში 80 პროცენტიანი ფასდაკლებით შეიძინონ. გარდა ამისა, ამ პაკეტში შეედის ექიმის უფასო კონსულტაცია და გია ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რაც მის კომპანიას შეუძლია შესთავაზოს მოქალაქეებს. თუმცა ეს შეთავაზება ჯერჯეორბით მხოლოდ თბილისის მოსახლეობისთვისაა, ვინაიდან დაზღვევის ეს პროცესი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში ხორციელდება. გია ქავთარაძე აცხადებს, რომ "ავერსი" გეგმავს უახლოეს მომავალში კომპანიაში დაზღვევის შესაძლებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელოს მათ შორის ყველაზე მივარდნილ სოფლებშიც კი.