ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (67) მემფისის ტურნირის ნახევარფინალში ყაზახი მიხაილ კუკუშკინი (103) დაამარცხა.
შეხვედრა 1 საათი და 48 წუთი გაგრძელდა, ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში ანგარიშით 7:6 (7:5), 6:1 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალში ქართველის სპორტსმენი ამერიკელ რაიან ჰარისონს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში 62-ე ადგილს იკავებს. შეხვედრა 20 თებერვალს 01:00 საათზე გაიმართება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 642 ათასი დოლარია.