პოპულარულმა გერმანულმა ბრენდმა კორტინგმა საქართველოში პარტნიორად „ტექნო ბუმი" შეარჩია და კორტინგის პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში სწორედ „ტექნო ბუმი" განახორციელებს. ბრენდმა წარმატებულად შეაფასა "ტექნო ბუმის" პერსპექტივა და გარდა იმისა, რომ 80 ათასი ევროს სასაქონლო საკრედიტო ხაზი გაუხსნა, დამატებით სიურპიზებსაც გთავაზობთ.
გერმანული ბრენდი ქართულ ბაზარზე სიახლით შემოდის და აქციას, სლოგანით "შეცვალე ძველი ახლით, ყველაზე მომგებიანი პირობებით", ტექნო ბუმის მაღაზიებში 15 ივნისიდან დაიწყებს.
აქციის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, კორტინგის ბრენდის ტექნიკის შეძენისას ჩააბაროს ძველი, ნებისმიერი ბრენდის, ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფი მაცივარი, სარეცხის მანქანა ან გაზქურა 200 ლარად, რომელიც გამოაკლდება კორტინგის ბრენდის შესაბამის პროდუქტის ღირებულებას. ამით მომხმარებელი შეძლებს 200 ლარით ნაკლები დანახარჯით შეიძინოს მაღალხარისხიანი გერმანული ბრენდის ტექნიკა, ხოლო ძველი გამოუყენებელი ტექნიკა ყველაზე მომგებიანი პირობებით დააბანდოს.
აქციის პროდუქციის შეძენა მომხმარებლებს შეეძლებათ ტექნო ბუმის მაღაზიებში შემდეგ მისამართებზე: თბილისში, ვაჟა-ფშაველას 21, ბათუმში , გორგილაძის(ერას)90, და გამსახურდიას 47ნომერში