გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა" და "საქართველოს მწანე ავტოკლუბმა" ბოლო წლების განმავლობაში პირველად ჩაატარეს კამპანია "პარტნიორობა გარემოს დაცვისათვის" ფარგლებში ავტომობილების გამონაბოლქვის ნებაყოფლობითი, უფასო შემოწმების აქცია.
იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილი გახლავთ გარემოს ერთ-ერთი ძირითადი დამაბინძურებელი და სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მოუწესრიგებელი აქვს წვის მექანიზმი, არასრული წვის შედეგად დასაშვებზე მეტი კონცენტრაციის CO-ს გამოყოფს, რაც აბინძურებს გარემოს და მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის მსუბუქ ავტომობილებზე ტექდათვალიერებები არ ხორციელდება. შესაბამისად, არავინ ახორციელებს კონტროლს გამონაბოლქვზეც.
აქციის შედეგად დადგინდა, რომ ტესტირებული ავტომობილების საკმაო რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს ჩO-ს გამონაბოლქვის კონცენტრაციასთან დაკავშირებით.
აქცია არ არის ერთჯერადი და ყოველთვიურად იგეგმება მსგავსი აქციების ჩატარება და საზოგადოების ინფორმირებულობა, რათა მძღოლები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ პრობლემას.