დღეს, 15 ივნისს, 19:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში,~ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ტალებ რიფაი ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს სამხრეთ კავკასიის ტურიზმის ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტურიზმის სფეროში საქართველოს, როგორც ლიდერი სახელმწიფოს როლის გაძლიერებას და რეგიონის ეფექტიან პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე.
ტალებ რიფაი საქართველოს ზურაბ პოლოლიკაშვილის მოწვევით ესტუმრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სხვა ოფიციალურ პირებს, აგრეთვე საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდება.