მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობი 75 დოლარმდე გაძვირდა. ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე WTI-ის მარკის ნავთობის ივლისის ფიუჩერსები 1.01 დოლარით, 74,79 დოლარმდე გაიზარდა. ლონდონის ბირჟაზე Brent-ის ფიუჩერსები 77 ცენტით გაძვიდა და ერთმა ბარელმა 75,12 დოლარი შეადგინა.
ნავთობის ფასის ზრდა ხუთდღიანი მკევთრი დაცემის შემდეგ მიმდინარეობს. ანალიტიკოსების აზრით, აღნიშნული ვარდნა უკანასკნელი კვირის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მან წერტილი დაუსვა სამდღიანი ზრდის ტალღას, რომლის დროსაც ბარელი 4 დოლარით, 75 დოლარამდე გაძვირდა.
ნავთობის ფასის ვარდნა აშშ-ში მაისის განმავლობაში სხვადასხვა გაყიდვების სუსტი მონაცემების გამოქვეყნების შედეგად დაფიქსირდა. აღნიშნულმა მონაცემებმა ნავთობის მსოფლიო მოხმარების ეკონომიკური ტემპების საფრთხე გააძლიერა.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, მაისში საცალო გაყიდვები 1,2 პროცენტით დაეცა, რაც 2009 წლის სექტემბრის შემდეგ ნავთობის ფასის პირველი ვარდნა იყო.