შემოსავლების სამსახური გადამხდელთან ურთიერთობის ახალ ფორმაზე გადადის. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, სამსახური განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც შეიქმნება გადამხდელთა საინფორმაციო ბაზა, ანუ რუკაზე დაიტანება ამა თუ იმ კომპანიის ადგილმდებარეობა და ა.შ. ხოლო საგადასახადო ოფიცერს მესიჯით ან მეილზე მიუვა შეტყობინება, რომ ამა თუ იმ საათზე, რომელი კომპანია უნდა შეამოწმოს.
შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ამით რისკი იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, რათა საგადასახადოს ოფიცერსა და კომპანიას შორის არ მოხდეს გარიგება. იდეის მიხედვით, საგადასახადოს ოფიცერს შეტყობინება რამდენიმე დღით ადრე კი არა, მხოლოდ დაახლოებით ერთი საათით ადრე მიუვა.
შემოსავლების სამსახური განიხილავს ასევე გეგმას, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ოფიცრებს მიეცემათ სპეციალური "ჯი-პი-ეს"-იანი ჩიპები და ამით ადმინისტრაცია მათ გაადაადგილებას გააკონტროლებს.
იმავდროულად, შემოსავლების სამსახური განიხილავს სამომავლოდ "ჯი-პი-ეს"-იანი სალარო აპრატების შემოღებასაც, რომლის აღებაც მსურველს განვადებით ან უფასოდ შეეძლებათ და "ჯი-პი-ეს"-ის საშუალებით საგადასახადო შეუმოწმებლად გააკონტროლებს ამა თუ იმ მოვაჭრეს.